Thursday, September 7, 2017

                                    ჯანცაღი ცხოვრების წესი





წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.




მიმართულება:  მდგრადი განვითარება
მოქ. IX. 5.  მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის
გააზრებით მისდიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :

. აღწერს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს და ასაბუთებს მათ მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.
. იცავს ჯანსაღი ცხოვრების ელემენტარულ პრევენციულ წესებს თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა აზარტული თამაშებში მონაწილეობის გამორიცხვით/შეზღუდვით.
. იცავს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სასკოლო წესებსა და კანონის მოთხოვნებს.
. მსჯელობს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ადამიანის, საზოგადოების კეთილდღეობისათვის. აღწერს, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯამსაღ გარემოს.
. თანამშრომლობს თანატოლებთან მათი საჭიროების, ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით.
მოქ. IX. 6.
. თანაკლასელების ჯგუფთან ერთად, საკუთარ დასახლებაში იკვლევს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს მოზარდების მიერ თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებას ; განიხილავს შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს საქარტველოს, მეზობელი ქვეყნებისა და მსოფლიოსთვის ; ანალიზის საფუძველზე ასახელებს ეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალითებს,რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საკუთარ დასახლებაში.

1 comment:

  1. თვითონ კი იცის ჯანმრთელი ცხოვრების წესი მაგრამ ის როგორ დაეხმარება ოჯახის წევრებს მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით თუ სხვა მეთოდით?

    ReplyDelete