Monday, September 25, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

        ტრენინგი დავიწყეთ დროის ჩარჩოს განხილვით. ტრენერისაგან მივიღეთ ეფექტური უკუკავშირი. შეგვექმნა ტექნიკური პრობლემები. ქალბატონი ლალის ძალისხმევით და მონდომებით მაინც შევძელით ახალი მასალის შესწავლა. გუდლდრაივი და ბლოგი დავაკავშირეთ ბმულით  ერთმანეთთან. გავეცანით საავტორო უფლებებს, სანდო წყაროები როგორ მოვიძიოთ და ჩავსვათ ლინკები საქაღალდეში. ვისწავლეთ როგორ გავასაჯაროვოთ პორტფოლიო,როგორ ჩავსვათ გვერდები.
            მივიღეთ საშინაო დავალება: შეფასების დროის ჩარჩოს შევსება. პროექტისთვის ინფორმაციის, ფოტოების მოძიება და ლინკის განთავსება საქაღალდეში.
             მადლობა ქალბატონ ლალის.

Wednesday, September 13, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია




გავიხსენეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალა.გავაკეთეთ უკუკავშირი პროექტის მიზნებზე და საკვანძო კითხვებზე. ვისწავლეთ საკუთარ გლოგზე ფონის შეცვლა, ბლოგზე ახალი ფაილების დამატება. დრაივში მოვძებნეთ სასწავლო გეგმის  საქაღალდე.შევავსეთ შესაბამისი გრაფები. გავეცანით თეორიული მასალა პროექტის შეფასების დროის ჩარჩოს შესახებ. მივიღეთ შესაბამისი დავალებები.
     მადლობას ვუხდით ქალბატონ ლალის ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისთვის

Friday, September 8, 2017

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა.
გავეცანით  ერთმანეთის პროექტის იდეებს, მივიღეთ  უკუკავშირი კოლეგების მიერ პროექტის იდეასთან დაკავშირებით, ჩამოვაყალიბეთ პროექტის სასწავლო მიზნები, რაზედაც მიღეთ უკუკავშირი ტრენერის მიერ. ასევე გავეცანით პროექტის საკვანძო მიმართულების კითხვებს. გავეცანით თეორიულ მასალას მიმართულების მიმცემი კითხვებთან დაკავშირებით.
  მივიღეთ მომდევნო სატრენინგო დღის საშინაო დავალება.

პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


  • ზოგადი კითხვები: 1. რატომ უნდა ვიცხოვროთ  ჯანსაღი ცხოვრების წესით?



  • თემატური კითხვები: 1. რატომ მოიხმარენ ადამიანები თამბაქოს?                                                                          2. რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ რომ ადამიანებმა იცხოვრონ თამბაქოს გარეშე?


  • შინაარსობრივი კითხვები: 1.რა არის თამბაქოს ნაწარმი?                                                                                                     2. რა ნივთიერებებისაგან შედგება თამბაქო?                                                                         3. რა ზიანი მოაქვს თამბაქოს ადამიანის ჯანმრთელობაზე? 

პროექტის მიზნები


მოსწავლეები შეძლებენ:
  •     ინტერნეტის დახმარებით,ბეჭდური მასალებიდან და ექიმთან შეხვედრით მოიძიებენ ინფორმაციას  თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
  •   ჩაატარებენ კვლევას ნაცნობ სოციალურ გარემოს მაგალითზე (ოჯახი, სკოლა, კლასი, სამეზობლო) იცავენ თუ არა ჯანსარი ცხოვრების ელემენტარულ პრევენციულ წესებს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით.
  •    იმსჯელებენ თამბაქოს უარყოფითი  ზეგავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე და ჯანსაღ გარემოზე..
  •   გააკეთებენ პრეზენტაციას კლასში, დაამზადებენ  და გაავრცელებენ  ბუკლეტს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

Thursday, September 7, 2017

                                    ჯანცაღი ცხოვრების წესი





წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.




მიმართულება:  მდგრადი განვითარება
მოქ. IX. 5.  მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის
გააზრებით მისდიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :

. აღწერს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს და ასაბუთებს მათ მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.
. იცავს ჯანსაღი ცხოვრების ელემენტარულ პრევენციულ წესებს თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა აზარტული თამაშებში მონაწილეობის გამორიცხვით/შეზღუდვით.
. იცავს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სასკოლო წესებსა და კანონის მოთხოვნებს.
. მსჯელობს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ადამიანის, საზოგადოების კეთილდღეობისათვის. აღწერს, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯამსაღ გარემოს.
. თანამშრომლობს თანატოლებთან მათი საჭიროების, ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით.
მოქ. IX. 6.
. თანაკლასელების ჯგუფთან ერთად, საკუთარ დასახლებაში იკვლევს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს მოზარდების მიერ თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებას ; განიხილავს შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს საქარტველოს, მეზობელი ქვეყნებისა და მსოფლიოსთვის ; ანალიზის საფუძველზე ასახელებს ეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალითებს,რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საკუთარ დასახლებაში.

Sunday, September 3, 2017

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ინტელის ტრენინგის მეორე დღეა. შევქმენი ახალი ბლოგი,რომელზეც გამოვაქვეყნეთ პროექტის იდეა , რომელზეც მივიღე უკუკაშირი. გავიხსენე გუგლ დრაივში მუშაობა, შევქმენი ახალი ფაილები და განვათავსე საჭირო მასალა. მივიღე მომავალი ტრენინგისთვის დავალება. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგის, რომელმაც მომცა ტექნოლოგიების შესწავლის საშუალება

ჩემი პროექტის იდეა


                         ჯანსაღი ცხოვრების წესი



     დღეს XXI საუკუნეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სწორი არჩევანის გაკეტება ეს არის საწინდარი ადამიანის ჯანმრთელობის. მოსწავლისთვის აუცილებელია იმის ცოდნა თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე  სხვადასხვა მავნე ჩვევა, როგორიცაა თამბაქო.
   მოსწავლე მოიძიებს და გაეცნობა დამატებით ინფორმაციას სიგარეტის მავნებლობის  შესახებ.
      მოსწავლე დაასაბუთებს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს.
     იმსჯელებს და პრეზენტაციას წარმოადგენს რა შედეგები მოაქვს თამბაქოს მოხმარებას როგორც  საკუთარი თავითვის ისე გარშემო მყოფთათვის.